ხვიჩას პასუხი, რომელმაც ყველას გააოცა: ითამაშებდი რუსეთის ნაკრებში?
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, მას ადგილობრივი ჟურნალისტის მიერ საინტერესო კითხვა დაუსვეს: "თუკი შანსი გექნებოდა, ითამაშებდი რუსეთის ნაკრებში?"
ქართველი ფეხბურთელის პასუხი კი თავისი გულწრფელობითა და პრინციპულობით ყველას დაამახსოვრდა:
"მე ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებდი. დიახ, საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა. რაიან გიგსმა უელსის ნაკრებში ითამაშა და დიდ ტურნირზე ვერ მოხვდა, შემდეგ კი გარეტ ბეილმა უელსი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველას საკუთარი გზა აქვს."
დრო გავიდა და ხვიჩა კვარაცხელიამ არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, არამედ ისე გამოიჩინა თავი, რომ ქართული ფეხბურთი ევროპელებს დიდი ხნით დაამახსოვრა.