ვრცელდება მეკარესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის დაპირისპირების კადრები - რა მოხდა, როცა ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა ვრცელდება მეკარესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის დაპირისპირების კადრები - რა მოხდა, როცა ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა » დროული ინფორმაცია ვრცელდება მეკარესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის დაპირისპირების კადრები - რა მოხდა, როცა ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა

ვრცელდება მეკარესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის დაპირისპირების კადრები - რა მოხდა, როცა ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა

16-12-2024
712
Aa

ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში „ლიონი“ გასვლაზე პსჟ-სთან 1:3 დამარცხდა.

მატჩის წინ კლუბების მფლობელებს ჩემპიონატის შეხვედრების ტრანსლაციების უფლებების გამო კონფლიქტი მოუვიდათ და ერთმანეთი გამოლანძღეს. ჯონ ტექსტორმა თავის პარიზელ კოლეგაზე, ნასერ ალ-ხელაიფიზე თქვა, რომ განდიდების მანიითაა შეპყრობილი, კატარელმა კი განაცხადა, რომ ამერიკელს ფეხბურთის არაფერი გაეგება.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოულოდნელად სასტარტოში დააყენა. მასპინძლები დებიუტში კომფორტული უპირატესობით, 2:0 დაწინაურდნენ და თამაში დააწყნარეს. სტუმრები მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ, მიქაუტაძე თითქმის უბურთოდ იყო, თუმცა ქართველმა პირველივე შანსი გამოიყენა და ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც მეკარე დონარუმასთან მცირე შეხლა-შემოხლა მოუვიდა, ხოლო მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. შესვენებაზე გასვლის წინ გიორგი ჯანლუიჯისთან მივიდა, ურთიერთობა გაარკვია და პრობლემა ამოიწურა.

FACEBOOK კომენტარები