„ეს მსაჯები არიან კორუმპირებულები“- მერაბ ბაზაძეს მოულოდნელი განცხადება

28-07-2024
270
Aa

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა და სანდრო ბაზაძის მამამ, მერაბ ბაზაძემ გამოცემა LaGazzetta.ge-სთან ექსკლუზიურ კომენტარში აღნიშნა, რომ მსაჯები კორუმპირებულები არიან.

„ეს მსაჯები არიან კორუმპირებულები და ამაზე ფაქტებიც არსებობს, თუმცა, დღეს მაინც ამსაჯეს — მე მივწერე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომ ეს საკითხი შეისწავლონ. სანდრომ დღეს ყველაფერი გააკეთა, რთული შეხვედრა შემოატრიალა და მოიგო კიდეც, თუმცა, მსაჯებს მისი შემდეგ ეტაპზე გადაყვანა არ უნდოდათ და წააგებინეს.

"უკვე მეორე ოლიმპიადაზე დაიჩაგრა სანდრო კორუმპირებული მსაჯების გამო და ახლა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია“ - აღნიშნა მერაბ ბაზაძემ.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული