„მე ტყუილს არ ვლაპარაკობ, 2 შვილი მყავს და არ მინდა მათ მატყუარა მამა ყავდეთ!” – სანდრო ბაზაძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ფარდა ახადა

28-07-2024
811
Aa

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ქართველ ერს გულშემატკივრობისათვის.

„პირველ რიგში იმით დავიწყებ! მადლობა თითოეულ ქართველს ეს რა მაგარი ერი ვართ როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ!!! არ მინდა ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს მაგრამ ვისაც მოგინდებათ წაიკითხავთ !!! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო!!!! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!!!

დღეს რაც მოხდა ეს უკვე განმეორდა თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი მსაჯი თუ წესიერი იქნება მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებთქო …. რატომ ვიძახდი ამას და რატომ მინდა რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება.

ეს არის სპორტი სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…

იმ დონემდე მიმიყვანეს რომ შემზიზღდეს ის სპორტი რომელშიც 17 წელია ვარ! ჩემ ნახევარ ცხოვრებაზე მეტი!!! როდესაც ამ სპორტში მოღვაწეობა დავიწყე დამიჯერეთ რომ ეს სპორტი არ არსებობდა საერთოდ… და მერაბ ბაზაძემ შეძლო და დააბრუნა და თავისი განათლებით და უნარით აღზარდა უამრავი მაგარი სპორცმენი!!!

პირველივე საერთაშორისო შეჯიბრიდანვე მახსოვს როგორ შეშურდა მსოფლიოს ახალგაზრდა ქართველების გამოჩენა !!!! მიხეილ მარდალეიშვილი , ბექა ბაზაძე , საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკურიძე, ვატო არჩვაძე, ნიკა ჭეიშვილი,ლაშა კუჭუხიძე, დუდუ თავართქილაძე, ლუკა ობოლაძე, დათუნა თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე!!!! აქ არიან მოფარიკავეები რომლებმაც აჩვენეს და აჩვენებენ კიდევ ძალიან დიდ შედეგებს!!! მე სანდრო ბაზაძემ მიუხედავად იმისა ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გადამიარეს განუკითხაობით და არასამართლიანად გაჭირვებიდან მიღწეულმა ნომერ პირველამდე მისულმა სპორტსმენმა რწმენა არ დავკარგე და არასდროს არ დავკარგავ!!!

დღეს კიდევ იმის შემსწრე გავხდი რომ აქ სამართალი არ არსებობს….

საქართველო არის სამართლიანი ქვეყანა და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა ! მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიყვარხართ თითოეული ქართველი ! ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო ამ სპორტში პირველივე დღიდანვე მაგრამ არ მაძლევენ ამის საშვალებას ეს გარეწრები!!!

მე ტყუილს არ ვლაპარაკობ მე 2 შვილი მყავს და არ მინდა მათ მატყუარა მამა ყავდეთ!

მერაბ ბაზაძე გმირია ! 1 ხმალი გვქონდა და რო გატყდა ხიდან ჯოხი მოწყვიტა და ისე გვავარჯიშებდა და ფეხზე არაფერი არ გვეცვა აი ესე გავხდი მე მსოფლიოში პირველი ნომერი!

მაგრამ შეშურდა მთელ მსოფლიოს როგორც ჩანს… მე მადლიერი ვარ ღმერთის რაც გამაჩნია რომ ვარ ქართველი და მიყვარს თითოეული ქართველი იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ !!!! მადლობა თქვენ და მე არ დავანებებ თავს იმის მიუხედავ რომ ძალიან იმედ გაცრუებული ვარ და გულგატეხილი…

საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა!

ჩვენ გაგვიმარჯოს და წარმატება თითოეულ ქართველს ოლიმპიურ თამაშებზე!, – წერს სანდრო ბაზაძე.

FACEBOOK კომენტარები