“მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია, მე კიდე დარბაზში ვიყავი და ყველაფერი დავინახე…” – გურამ თუთიშვილის ინციდენზე წარმოუდგენელი რამ გაირკვა
როგორც გულშემატკივრებს, გვინდა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა გაიმარჯვოს, თუმცა ჩვენ წესებს ვერ გავექცევით, – ამის შესახებ სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა „ქრონიკაში“ პარიზის ოლიმპიადაზე განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, იყო თუ არა სადავო მომენტები ოლიმპიადაზე და არის თუ არა კმაყოფილი მსაჯობით.
„როგორც გულშემატკივრებს, გვინდა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა გაიმარჯვოს, თუმცა ჩვენ წესებს ვერ გავექცევით. ილია სულამანიძე ახალგაზრდა სპორტსმენია, გამოცდილება დააკლდა, თორემ აუცილებლად აიღებდა ოქროს მედალს და მსაჯებს არ მისცემდა საბაბს. გულდასაწყვეტი იყო, თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს. ოლიმპიური თამაშები ძალიან ფსიქოლოგიური შეჯიბრია.
რაც შეეხება თუშიშვილს, დარბაზში ვიყავი, ვუყურებდი ყველაფერს, [ტედი] რინერმა დაიწყო პროვოკაცია, ეს მე შევამჩნიე, მსაჯმა ვერ შეამჩნია. თუშიშვილის რეაქცია ჩანდა და მსაჯმა მაგიტომ მიიღო გადაწყვეტილება [თუშიშვილს] გაფრთხილება მისცა და შემდეგ საერთოდ შეჯიბრიდან მოხსნეს. გულდასაწყვეტია, რომ [რინერი] ამხელა სპორტსმენია და ასეთ არასპორტულ ილეთებს მიმართავს. ჩვენს სპორტსმენს ნერვებმა უმტყუნა, რადგან წინა ოლიმპიადაზე მეორე ადგილას გავიდა და ახლა ოქროს იმედი ჰქონდა, თუმცა ასეთებიც ხდება“, – აღნიშნა ხაბელოვმა.
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, ფრანგ ტედი რინერთან შელაპარაკების გამო ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიკაცია მიიღო.