4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
2025 წლიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ინგლისის „ლივერპულის“ მეკარე გახდება. მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულებულია და უკვე ცნობილია, რომ კონტრაქტის ღირებულება ქართველი ფეხბურთელებისთვის რეკორდულია და ის 35 მლნ ევროს შეადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს:
1. გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან“ „ლივერპულში“ – 35 მლნ ევრო;
2. გიორგი მიქაუტაძე „მეციდან“ „ლიონში“ – 18.5 მლნ ევრო. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძესა და „ლიონს“ შორის კონტრაქტი ოფიციალურად მიმდინარე წლის ივლისში გაფორმდა. ტრანსფერის თანხამ 18.5 მილიონი ევრო შეადგინა.
3. კახა კალაძე კიევის „დინამოდან“ „მილანში“ – 16 მლნ ევრო. ცნობისთვის, თბილისის ამჟამინდელი მერი, რომელიც 2001 წელს ფეხბურთელის კარიერით იყო დაკავებული, კიევის „დინამოდან“ – „მილანში“ 16 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
4. ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ – 13.3 მლნ ევრო. კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ იტალიურ „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა. ტრანსფერის მოცულობამ კი 13.3 მლნ ევრო შეადგინა.