სოლიდური ციფრები - რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მოგებით

08-09-2024
1 499
Aa

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონი დომინანტური გამარჯვებით დაიწყო და ჩეხეთი 4:1 გაანადგურა. 

აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ტურნირის მოგებით სოლიდურ თანხას მიიღებს. 

კერძოდ, B ლიგაში მონაწილეობისთვის საქართველო 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ჩემპიონატის მოგებით ეს თანხა დაახლოებით 3 მილიონ ევროს გაუტოლდება.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ნაკრების მომდევნო მეტოქე ალბანეთი იქნება.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული