"ქართველებს ეს პლუსები აქვთ, ამიტომ რთულ მატჩს ველოდებით" - ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი

09-09-2024
594
Aa

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ტირანაში გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, გთავაზობთ მასპინძელი გუნდის მთავარი მწვრთნელის, სილვინიოს კომენტარს საქართველოს ნაკრებზე.

"სამშაბათს ძალიან რთული, ფიზიკურად ძლიერი და ძალიან ორგანიზებული მეტოქე გვყავს. გარდა ფიზიკური მონაცემებისა, ქართველები ტექნიკური ნიჭითაც გამოირჩევიან, ბევრს დარბიან და უტევენ.

ჰყავთ კარგი მწვრთნელი და ბრწყინვალე მოთამაშეები - ეჭვი არავის გვეპარება, რომ მძიმე მატჩი გველოდება
", - განაცხადა სილვინიომ.

FACEBOOK კომენტარები