გუნდებს თვალები სად აქვთ!? - 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ეყიდათ გიორგი ქოჩორაშვილი დიდ კლუბებს

11-09-2024
210
Aa

სექტემბერის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებში ყველაზე გამორჩეული შეხვედრები გიორგი ქოჩორაშვილს გამოუვიდა.

ქოჩორა დღემდე ლა ლიგა 2-ის "ლევანტეს" საკუთრებაა, ის, მიუხედავად საოცრად ნათამაშები ევრო 2024-ისა, ზაფხული სატრანსფერო ფანჯარაზე არავის უყიდია.

გთავაზობთ 3 მიზეზს თუ რატომ უნდა ეყიდათ დიდ გუნდებს ქოჩორა:

1. უპრობლემობა შუა ხაზში - ქართველი საყრდენი ნახევარდაცვაში ყველანაირ პრობლემას ჭრის, ამის ნათელი მაგალითი საქართველოს ჯაბა კანკავას სრულყოფილად ჩანაცვლებაა.

2. ნათამაშები ევრო 2024 - გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ მოედანზე საოცრად შეუძლია, როგორც დაცვითი ფუნქციების, ისე შეტევითი ფუნქციეს შესრულება.

3. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი - მხოლოდ და მხოლოდ "ლევანტეს" მიერ დაწესებული 5 მილიონი ევრო. დამეთანხმებით ამ თანხის გადახდა და შუა ხაზის პრობლემების მოგვარება ცუდი არცერთი ტოპ გუნდისთვის არ იქნება.

4. თვისებები - მონდომება, ხასიათი, დაუღლელობა  თვისებებია, რომელიც ნახევარდაცვაში აუცილებელია, ამას კი ქოჩორაშვილი სრულიად ავსებს.

5. ტრამვების ნაკლებობა - ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ტრამვები საერთოდ არ აწუხებს, თუ აწუხებს მცირე ხნიანი. მასზე დაყრდნობა სავსებით შესაძლებელია.

ამ მიზეზების შემდეგ თამამად შეიძლება ითქცას, რომ დიდი გუნდები, რომლებსაც ცენტრში პრობლემები აქვთ, ქოჩორას არ ყიდვით ნამდნვილად შეცდნენ და მომავლ სატრანსფერო ფანჯარაზე ორმაგი ან სამმაგი თანხის გადახდა მოუწევთ.

FACEBOOK კომენტარები