“ალბანელმა ფანებმა თავიანთი გუნდის მეკარეც არ დაინდეს” – რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ?

12-09-2024
3 336
Aa

ერთა ლიგაზე “ჯვაროსნებთან” წაგებული მატჩისას ალბანეთის ნაკრების ფანებმა უარყოფითად გამოიჩინეს თავი. ჯერ საქართველოს ჰიმნისას უსტვინეს, შემდეგ გაშვებული გოლისას ქართველ გულშემატკივრებს სხვადასხვა საგანი ესროლეს, შეხვედრის დასრულების მერე კი არც თავიანთი ფეხბურთელები დაინდეს.

ქომაგები მეკარე ტომას სტრაკოშას მისცვივდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი უნდა მოეგერიებინა. არადა, რომ არა ტომასი, უფრო დიდი ანგარიშითაც წააგებდნენ, რამეთუ მან ზურიკო დავითაშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს არ დაანება გატანა. ტომასს თავისი უფროსი ძმა, დმიტრი გამოექომაგა (საბერძნეთის “ეთნიკოსის” თავდამსხმელი იყო).

შეხლა-შემოხლა შეიძლება ჩხუბში გადაზრდილიყო, მაგრამ
საქმეში ტომასის და დმიტრის მამა, წარსულში ცნობილი მეკარე ფოტაჟ სტრაკოშა (ამჟამად “ლაციოს” მეკარეთა მწვრთნელია) ჩაერია და სიტუაციის განმუხტვა შეძლო.

FACEBOOK კომენტარები