ოღონდ ეს არა - გიორგი ჩაკვეტაძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს!

14-09-2024
6 887
Aa

ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქოვენთრის მასპინძლობს და მატჩის მიწურულისკენ ანგარიში 1:1-ია.

აღსანიშნავია, რომ გამათანაბრებელ გოლზე საგოლე გადაცემა სწორედ ქართველმა შეასრულა, რომელმაც შემდგომ მძიმე დაზიანება მიიღო.

სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე ექიმებმა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ჯერჯერობით არაფერი ვიცით, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე მძიმე დაზიანებასთან გვაქვს, რადგან ჩაკვემ ტრავმა ყველანაირი კონტაქტის გარეშე მიიღო, ასეთ დროს კი დაზიანება არც თუ ისე იოლია ხოლმე.

გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო პერიოდში ტრავმიანობა საერთოდ აღარ აწუხებდა, რაც მის საკლუბო და სანაკრებო კარიერაზე ერთდროულად კარგად აისახა. იმედია, გიორგის თავი ძველმა დაზიანებამ არ შეახსენა და ქართველს ლაზარეთის დატოვება მალე მოუწევს..

FACEBOOK კომენტარები