შემზარავი ტრაგედია - ვინ და რატომ მოკლა 8 ქართველი შემზარავი ტრაგედია - ვინ და რატომ მოკლა 8 ქართველი » დროული ინფორმაცია შემზარავი ტრაგედია - ვინ და რატომ მოკლა 8 ქართველი

შემზარავი ტრაგედია - ვინ და რატომ მოკლა 8 ქართველი

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
27-06-2026
870
Aa

1994 წელს ეს ამბავი არ გაახმაურეს. ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ მასალებს ვერც მაშინდელ პრესის არქივში მოიძიებთ. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, ოჯახის წევრები და ახლობლები ამ მოუშუშებელი ტკივილით ცხოვრობენ…

დუმდა ყველა. როგორც ამბობენ, არც არავის ეცალა ამ ტრაგედიისთვის. ქვეყანა ჯერ კიდევ სამოქალაქო ომით გამოწვეულ ჭრილობებს იშუშებდა…

1994 წლის 26 მაისს, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებლობის 76-ე წლისთავს ზეიმობდა, ინგუშეთში, სუნჯის რაიონის ტერიტორიაზე 8 ქართველი მშენებელი ჩაცხრილეს… ქართველი მეგზევეები ინგუშებს ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობაში ეხმარებოდნენ. როგორც ამბობენ, გარკვეულ ძალებს არც ქართველების და ინგუშების მეგობრობა ეხატებოდა გულზე და არც ამ გზის მშენებლობა შედიოდა მათ ინტერესებში…

ნიკო მეტრველი, ვოვა ჭაბურია, ზურაბ რაზმაძე, მურად გაგნიძე, მალხაზ რეხვიაშვილი, ნიკოლოზ დავითური, ორდეზი ჩახაშვილი და თამაზ ქავთარაძე, კონკრეტულად ვინ, რატომ ან ვისი დაკვეთით დახვრიტეს, დღემდე არ არსებობს ოფიციალური პასუხი. პასუხი არ არსებობს, არის მხოლოდ მოსაზრებები და ვარაუდები…

წლების შემდეგ, ტრაგედიის ადგილას, ინგუშეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გარდაცვლილებს მემორიალი დაუდგეს, ხოლო გზას, რომელსაც ისინი აშენებდნენ „მეგობრობის გზა“ უწოდეს.

მარმარილოს ფილაზე, ქართულ და რუსულ ენებზე, დახვრეტილი ქართველების გვარებია ამოტვიფრული. იქვეა მათი სახელობის წყაროც… 

წლების შემდეგ, პირველად „პრაიმტაიმში“ გაცოცხლდება ერთ დროს საგულდაგულოდ დამამული და ყველასგან მივიწყებული ისტორია, რომელსაც ერთ-ერთი დახვრეტილის, 28 წლის მალხაზ რეხვიაშვილის და, მარი რეხვიაშვილი მოჰფენს ნათელს…

„ამ ამბავის გახსენება ახლაც მიმძიმს. თითქოს ჭრილობა თავიდან მეხსნება… დახვრეტილებიდან ოთხი რაჭველი იყო, მათ შორის იყო ჩემი ძმა, მალხაზ რეხვიაშვილი. ყველა მათგანი „კავგვირაბმშენებელში“ მუშაობდა, მათი ხელმძღვანელი ავთანდილ ჩალაძე გახლდათ.

კითხვის გაგრძელბა

FACEBOOK კომენტარები