ყველაზე მარტივი ვარჯიში ტვინისთვის - ამით თქვენ შეამცირებთ დემენციის რისკს

27-08-2024
276
Aa

ასაკის მატებასთან ერთად ტვინის კარგი ფუნქციის შესანარჩუნებლად მეტი მოძრაობა გჭირდებათ.

ეს რჩევა კიმ ჯონსონ ჰეჩეტმა გასცა: „კუნთების მოძრაობის ნაკლებობა გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და, რაც მთავარია, თქვენს ტვინზე", - თქვა მან New York Post-თან საუბრისას.

ჰეჩეტის თქმით, ფიზიკური აქტივობა უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ტვინის ჯანმრთელობასთან, ვიდრე ადამიანები ფიქრობენ.

ჰეჩეტი ამბობს, რომ რეგულარული კარდიო ვარჯიში ზრდის ტვინში სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ ყოველდღიური მცირე მოძრაობაც კი ამცირებს დემენციის განვითარების რისკს“, - თქვა მან.

ის თავის პაციენტებს ურჩევს კვირაში სამ-ოთხჯერ 30 წუთი ძალისმიერი ვარჯიში გააკეთონ და ყოველდღიურად 25-30 წუთი ფიზიკური დატვირთვა ჰქონდეთ.

FACEBOOK კომენტარები