შეძლებულმა ბებიამ მასწავლა, თუ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ სახლში ყოველთვის იყოს ფული...
მდიდარმა ბებიამ მასწავლა, თუ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ფული მუდმივად იყოს სახლში. როგორც კი დავიწყე მისი რეკომენდაციების შესრულება, მოვახერხე აგარაკის ღობის დასრულება, მისაღების და სამზარეულოს რემონტი. რა სამწუხაროა, რომ ადრე არ ვიცოდი ამის შესახებ!დღეს ამ სტატიაში გაგიზიარებთ საინტერესო და საჭირო რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ დაალაგოთ ურთიერთობა ფულთან და გამოასწოროთ მდგომარეობა. წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ!
ფული რომ მუდამ იყოს სახლში
ჩვენს სამყაროში ყველაფერი კანონზომიერად ვითარდება. ფულის ენერგიასაც აქვს თავისი კანონები, რომლის დაცვით შეგვიძლია კომფორტულად ვიცხოვროთ.ფულის მოსაზიდად თქვენს ცხოვრებაში, თქვენ უნდა მიიღოთ მისგან სიამოვნება და კომფორტი. თუ ეს არ არის, მაშინ ფული არ მოვა.ჩვენ ყველას გვსურს კარგად ვიცხოვროთ, ლამაზად ჩავიცვათ და გემრიელად ვიკვებოთ. თუმცა, ადამიანების უმეტესობა თავს მსხვერპლად სწირავს შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მშობლებს, ივიწყებს საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებს. ამის მიზეზი ბავშვობაში ჩანერგილი ნეგატიური დამოკიდებულებაა: რომ მოკრძალებულად უნდა იცხოვრო, ან ბევრი ფულის ქონა სირცხვილია... სწორედ აქ არის დიდი შეცდომა.
„გაანებივრე შენი თავი საჩუქრებით. ჯერ შენს თავს გადაუხადე!" - ამბობენ მდიდრებიც და ეზოთერიკოსებიც. ისინი მართლები არიან! თუ ფულისგან სიხარულს არ მიიღებ, აღარ მოვა. ამიტომ, არ დაივიწყოთ თქვენი საჭიროებები, გაანებივრეთ საკუთარი თავი და თქვენი საყვარელი ადამიანები.ეს შეიძლება იყოს თუნდაც მცირე სიურპრიზი საყვარელი ნამცხვრის ან შოკოლადის სახით, მაგრამ ის უნდა იყოს რეგულარული და გაბედნიერებდეთ.სხვათა შორის, თუ გსურთ ფინანსური ნაკადი გაიზარდოს, თქვენ უნდა გაიზარდოთ შესყიდვების მოცულობაც.
მიიღეთ ფული მადლიერებით. მადლიერების ენერგია საკმაოდ ძლიერია. თუ მოგცემენ, ჩაგირიცხავენ, გაჩუქებენ, ან გადაგიხდიან ფულს - ამით გულწრფელად უნდა გაიხაროთ და მადლობა გადაიხადოთ. იყავით მადლიერი თუნდაც მცირე თანხისთვის!აი, ფულის დახარჯვა მიღებიდან პირველივე დღეს, არ არის სასურველი. ფულმა ღამე უნდა გაატაროს სახლში, თორემ ის მყისიერად დაიხარჯება და ვერც კი შეამჩნევთ რაში.არ დაგავიწყდეთ კეთილი საქმეების კეთება. ხალხური სიბრძნეა გვეუბნება: ვინც მეტს გასცემს, მეტს მიიღებს!
შეეცადეთ გადადოთ თქვენი ხელფასის დაახლოებით 10% მაინც ქველმოქმედებისთვის. არ არის აუცილებელი ფონდებში ჩართვა. საკმარისია ახლოს მყოფი გაჭირვებულების დახმარება მცირე თანხითაც. შეიძინეთ მოხუცი ბებოსგან ყვავილების თაიგული ან ალუბალი ბაზარში და არა სუპერმარკეტში, გამოკვებეთ უსახლკარო ადამიანი, გადაუხადეთ მაღაზიაში საკვების ფული ვინმეს. პატარა წვრილმანსაც კი შეუძლია ბევრი სარგებელი მოგვიტანოს!
დაიცავით წესრიგი სახლში. ფინანსური ნაკადები ძალიან ცუდად ბრუნავს, თუ სახლში მუდმივი არეულობაა, ნივთები მიმოფანტულია და ბევრი ძველი არასაჭირო ნივთია. ნაგავი, გატეხილი ავეჯი, დახეული ტანსაცმელი, გატეხილი ჭურჭელი იწვევს წარმატების შანსის დაქვეითებას.გაუშვით ფული მარტივად. თქვენ ვერ გამოიმუშავებთ თანხას, თუ არ ხართ მზად მასთან განშორებისთვის!დაისახეთ მიზანი. ფული მოდის მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და გამოიყენეთ პრაქტიკაში!
რჩევა რედაქციისგან: ასევე, იმისთვის, რომ ფული გქონდეთ, შეწყვიტეთ საუბარი იმაზე, თუ რამდენად ცოტა გაქვთ ის. ფულის პრობლემებზე უცხო ადამიანებს ნუ მოუყვებით. ნებისმიერი სიტყვა იზიდავს ან განაგდებს იღბალს. ამიტომ კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი: "ფული არ მაქვს!"
წყარო: Rchvebebi.com