რომელი მცენარე არ უნდა გააჩეროთ სახლში, თუ გასათხოვარი ხართ
ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი – არა.
ქვემოთ იმ ცრურწმენებს გაგაცნობთ, რომლებიც მცენარეებს უკავშირდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.
მაშ ასე, ძველი ხალხის რწმენით:
თუ ყვავილი გახმა, ესე იგი, სახლში ბევრი ცუდი „თვალია“ დაგროვილი და მცენარემ მთელი ეს „სატკივარი“ შეიწოვა. ამიტომ მადლობა უნდა უთხრათ მას და მიწაში დაფლათ;
თუ ოთახის ყვავილებს მოვლას არ აკლებთ, მაგრამ მაინც ვერ ახარებთ, ესე იგი, რაღაც პრობლემები გაქვთ ცხოვრებაში და მცენარე ამას გრძნობს. ან კიდევ, ვიღაც ავად უნდა გახდეს ოჯახში;
თუ ზაფხულის მცენარემ ზამთარში დაიწყო ყვავილობა — ბედნიერება გელით;
გასათხოვარმა ქალმა სურო შინ არ უნდა გააჩეროს, თორემ ყველა კაცი გვერდს აუვლის და გაუთხოვარი დარჩება... ნახეთ სრულად