სამი რამ, რაც დაბადების დღემდე 40 დღით ადრე უნდა გააკეთოთ! - ეზოტერიკოსის გაფრთხილება

03-09-2024
1 119
Aa

როგორ გავაღვიძოთ ადამიანებში სიკეთე და რა მნიშვნელობა აქვს დაბადების დღეს - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს. 



„სწორად გაკეთებული სიკეთე არის მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ გაკეთებული სიკეთე, რადგან თუ ადამიანს სწორად არ გაუკეთებ სიკეთეს, პირიქით შეიძლება ბოროტება გამოგივიდეს, მისთვისაც და თქვენთვისაც. 

დიდი დაფიქრებაა საჭირო, სანამ ვინმესთან სიკეთის გაკეთებას გადაწყვეტ. სიკეთეს დიდი მნიშვნელობა და მადლი ენიჭება, სამყაროში ეს ყველაფერი ფასდება, მაგრამ უნდა ვფიქრობდეთ რა სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, დაეხმარეთ მათ, ვისი დახმარებაც ნამდვილად შეგიძლიათ“, ამბობს ანზორ ოდიშარია. 

როგორც ეზოტერიკოსი ამბობს, ადამიანს დაბადების დღემდე აქვს რთული პერიოდი, რაც გარკვეული მინიშნებაა.

ასევე იგი საუბრობს ბედისწერაზე.

„დაბადების დღიდან 40 დღით ადრე იწყება ადამიანის განწმენდა, ადამიანი როცა დედამიწაზე მოდის და მას ეძლევა ბედისწერა. თუ არასწორი ადამიანი შეიძინეთ პარტნიორთან, თუ არასწორი სამსახური აარჩიეთ ეს უკვე ცვლის თქვენ ბედისწერას. მაგრამ გახსოვდეთ სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ბედისწერის შეცვლა. თუ დაბადების დღემდე ცუდი მოვლენები ხდება ეს ნიშნავს, რომ ბედისწერა კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს რომ მიგანიშნოთ შეცვალო ცხოვრება, შეცვალო დამოკიდებულება“, - ამბობს ეზოტერიკოსი.

იგი ასევე გვაძლევს 3 მნიშვნელოვან რჩევებს, რომელიც დაბადების დღემდე უნდა გაითვალისწინოთ! 

1 - დაბადების დღემდე 40 დღით, ან 21 დღით ადრე უნდა დაიწყოთ სხეულის დეტოქსი (წმენდა) აკრძალოთ სასმელი, სიგარეტი და ისეთი რაღაც, რომელიც თქვენ ორგანიზმს აზიანებს.

2 - ყველაფრის ცვლილება სახლში, რაც აქამდე ხელს გვიშლიდა.

3 - ჩამოყევით კონტაქტებს მობილურში და სოციალურ ქსელში და ვისთანაც გაქვთ დაპირებები და შეუსრულებელი პირობები ეცადეთ გამოასწოროთ.

FACEBOOK კომენტარები