კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი » დროული ინფორმაცია კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი

კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
18-04-2026
174
Aa

უკრაინის დედაქალაქ კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია და კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებენ.

“კიევში უცნობმა პირმა ცეცხლის გაუხსნა ხალხს - პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს დამნაშავის დასაკავებლად.

წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი მოკლეს, არიან დაშავებულები. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება”, - ნათქვამია კიევის პოლიციის განცხადებაში.

მოგვიანებით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ექიმების ცნობით სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაჭრილი, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი ცნობით, დამნაშავის დასაკავებლად ოპერაცია გრძელდება.

FACEBOOK კომენტარები