ჰანტავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული - განახლებული ინფორმაცია
ჰანტავირუსის გავრცელების გამო, არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის მოძრავ საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა. ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8-ს შეადგენს.
შემთხვევა #1 - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები 6 აპრილს განუვითარდა, ხოლო 11 აპრილს გარდაიცვალა.
შემთხვევა #2 - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სიმპტომები პირველად 25 აპრილს გამოუვლინდა, 26 აპრილს კი გარდაიცვალა.
შემთხვევა #3 - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები 24 აპრილს განუვითარდა. PCR ტესტირებით ჰანტავირუსის ინფექცია 2 მაისს დაუდასტურდა.
შემთხვევა #4 - ზრდასრული ქალი, რომელსაც სიმპტომები (ცხელება და ზოგადი სისუსტე) 28 აპრილს გამოუვლინდა, მოგვიანებით კი პნევმონია განუვითარდა. ის 2 მაისს გარდაიცვალა.
შემთხვევა #5: საკრუიზო გემზე, ექიმად მომუშავე ზრდასრულმა მამაკაცი. მისი თქმით, 30 აპრილს ტემპერატურა დაუფიქსირდა. განუვითარდა შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, კუნთების ტკივილი და სუნთქვის პრობლემები. ის ამჟამად კლინიკაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა #6: ზრდასრული მამაკაცი, რომელიც გემზე გიდად მუშაობდა. სიმპტომები პირველად 27 აპრილს გამოუვლინდა. ამჟამად კლინიკაში მკურნალობს.
შემთხვევა #7 - ზრდასრული მამაკაცი. შვეიცარიაში, იზოლაციაში იმყოფება.
შემთხვევა #8: ზრდასრული მამაკაცი, სიმპტომების (დიარეა, ტემპერატურა) გამოვლენის თარიღი 28 აპრილი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და იზოლაციაში იმყოფება. ლაბორატორიულ დადასტურებამდე ის სავარაუდო შემთხვევად ითვლება.
ჯანმოს განცხადებით, საკრუიზო გემზე „ჰანტავირუსის“ გავრცელება პანდემიის დაწყებას არ ნიშნავს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორმა, დოქტორმა მარია ვან კერჰოვემ განაცხადა, ეს ვირუსი განსხვავდება „კოვიდ-19“-ისგან, რადგან „ჰანტავირუსი“ ვრცელდება მხოლოდ „ახლო, ინტიმური კონტაქტით“.



