სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომელმა კოლეგას ცხელი ზეთი შეასხა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ქალაქ იუბა-სიტიში, “მაკდონალდსის“ 20 წლის თანამშრომელი ჯეიკობ სმიტი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში იმყოფება. მას კოლეგამ სამსახურში ცხელი ზეთი შეასხა, რის შედეგადაც სახეზე, კისერზე, ხელებსა და ზურგზე მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
ინციდენტი 30 მაისს მოხდა. ოჯახის ინფორმაციით, ჯეიკობი ოფისში იმყოფებოდა და დღის შემოსავალს ითვლიდა, როდესაც მოულოდნელად ზეთი შეასხეს.
“მან მხოლოდ მოძრაობა შენიშნა, შებრუნდა და იმავე წამს ცხელი ზეთი მოხვდა“, - განაცხადა დაზარალებულის დედამ, ემბერ სმიტმა. განაგრძეთ კითხვა...
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



