ხმაურიანი განქორწინება იწყება - განრისხებული ჯეი ლო ბენ აფლეკის გაკოტრებას გეგმავს, ქონების ნახევრის წართმევა სურს და ყველა ცენტის უკან დაბრუნებას, რაც ქმარს დაახარჯა

11-07-2024
293
Aa

უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ცნობილი წყვილი მართლაც დაიშალა. სამწუხაროდ, წლების შემდეგ მორიგი რომანის გაჩაღების მცდელობა უშედეგო გამოდგა და ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად ბედნიერები არ იყვნენ. ინტერნეტჰიტებად იქცა ბენ აფლეკის მუდმივად შეწუხებული სახე, წერდნენ მის ცუდ ხასიათზე, ასევე ჯეი ლოს ისტერიკებზე. ფაქტია, ისინი უკვე ერთად არ არიან და მალე გახმაურებული განქორწინების პროცესის მომსწრენიც გავხდებით.

წყვილთან დაახლოებული ხალხი ამბობს, რომ ჯეი ლო ძალიან განრისხებულია და დიდ შურისძიებას გეგმავს. პირველ რიგში იმის გამო, რომ ბენმა არანაირად არ იბრძოლა მათი ურთიერთობების გადასარჩენად და ძირითადად ჯეი ლო ცდილობდა ამ ქორწინების შენარჩუნებას.


როგორც დასავლური მედია წერს, წყვილი სამი თვის წინ დაშორდა ერთმანეთს. ბენ აფლეკი რა ხანია, ხვა სახლში გადავიდა. ამ ეტაპზე წყვილი ქონებას იყოფს. ამბობენ, რომ ჯეი ლო გეგმავს, ქმარს წაართვას ყველაფერი, რაც კანონით ეკუთვნის და უფრო მეტიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავებს საკმაოდ განსხვავებული შემოსავლები აქვთ (ბენს ანგარიშზე 150 მლნ დოლარი აქვს, ჯენიფერს კი - 400), ჯეი ლო მაინც გეგმავს, ქმარს ქონების ნახევარი წაართვას და ქვითრებსაც კი აგროვებს, რომ უკან მოსთხოვოს ყველაფერი, რაც ბენს უყიდა, ასევე ითვლის იმ ხარჯებს, რაც გასწია კერძო თვითმფრინავებში, სასტუმროებში, კვებაში, სამოსში და ყავაშიც კი. ურთიერთობების პერიოდში ხარჯების ძირითად ნაწილს მომღერალი სწევდა, ბენი კი ძირითადად წუწუნებდა დიდი დანახარჯების გამო.

FACEBOOK კომენტარები