საშინელება დატრიალდა, ვერტმფრენი ჩამოვარდა და შიგნით მყოფი 14 მგზავრი ადგილზე დაიღუპა საშინელება დატრიალდა, ვერტმფრენი ჩამოვარდა და შიგნით მყოფი 14 მგზავრი ადგილზე დაიღუპა » დროული ინფორმაცია საშინელება დატრიალდა, ვერტმფრენი ჩამოვარდა და შიგნით მყოფი 14 მგზავრი ადგილზე დაიღუპა

საშინელება დატრიალდა, ვერტმფრენი ჩამოვარდა და შიგნით მყოფი 14 მგზავრი ადგილზე დაიღუპა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
29-06-2026
1 832
Aa

საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 14-ვე მსხვერპლი საუდის არაბეთის მოქალაქეა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. კომპანია Aramco-ს მომხდარზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

რას-ტანურაში მდებარეობს Aramco-ს მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში. საინფორმაციო სააგენტო Reuters იტყობინება, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გამოწვეული თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, კომპანიამ აღნიშნულ ობიექტზე ნედლი ნავთობის ჩატვირთვა პარასკევს განაახლა.

FACEBOOK კომენტარები