"ღმერთო, ეს რა ტრაგედიაა…" - დედ-მამასა და ბებია-ბაბუას 16 ბავშვი, 4 წლის განმავლობაში 13 კვადრატულ ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი
დედ-მამასა და ბებია-ბაბუას 16 ბავშვი, 4 წლის განმავლობაში 13 კვადრატულ ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი.
"ღმერთო, ეს რა ტრაგედიაა…
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს შტატში, სოფელ ჰამდენში, დედ-მამასა და ბებია-ბაბუას 16 ბავშვი , 18 თვის პატარიდან 18 წლამდე ასაკის 13 კვადრატული მეტრის ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი.
ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რა გადაიტანეს ამ ბავშვებმა… მთელი ბავშვობა ოთხ კედელში, იზოლაციაში, შიმშილსა და ძალადობაში გაატარეს. წლების განმავლობაში ისინი თითქოს საერთოდ არ არსებობდნენ. არ დადიოდნენ სკოლაში. ბევრმა არც წერა იცოდა, არც კითხვა. ზოგს ნორმალურად საუბარიც კი არ შეეძლო. რამდენიმე ბავშვი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მათი გადარჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ყველაზე მძიმე კი ის კითხვაა, რომელიც არ მასვენებს… როგორ შეიძლება 16 ბავშვი წლების განმავლობაში ასე გაქრეს სამყაროდან და ვერავინ შენიშნოს? არც მეზობლებმა, არც სკოლამ, არც ექიმებმა, არც რომელიმე სახელმწიფო უწყებამ… ბავშვობა ხომ მხოლოდ ასაკი არ არის… სიყვარულია, სითბოა, თამაშია, განათლებაა, დაცულობის განცდაა!!
ამ ბავშვებს კი ყველაფერი წაართვეს. დღეს ისინი უსაფრთხოდ არიან და მკურნალობას გადიან, მაგრამ დაკარგულ ბავშვობას ვეღარავინ დაუბრუნებს." - წერს სოციალურ ქსელში მედეა ადამია.



