სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - რას წერს თურქული მედია ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - რას წერს თურქული მედია » დროული ინფორმაცია ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - რას წერს თურქული მედია

ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - რას წერს თურქული მედია

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
17-07-2026
1 922
Aa

თურქი მსახიობის, ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. 35 წლის მსახიობის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მისი გულშემატკივრები და კოლეგები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

თავდაპირველად გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, მათ შორის, საუბარი იყო ჯანმრთელობის უეცარ გაუარესებაზე, თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამ გარდაცვალების მიზეზი დაადგინა.

ექსპერტების ინფორმაციით, ეჯე ირთემის გარდაცვალება ალკოჰოლით მწვავე მოწამვლას უკავშირდება. კვლევის შედეგად მსახიობის სისხლში ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაცია გამოვლინდა.

ასევე დადგინდა, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი იყო გარკვეული მედიკამენტების კვალი, რამაც, სპეციალისტების შეფასებით, შესაძლოა, მდგომარეობის დამძიმებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მანამდე, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალურმა ექსპერტიზამ ეს ვერსიები არ დაადასტურა.

ეჯე ირთემი მაყურებელმა არაერთი პოპულარული თურქული სერიალიდან გაიცნო. მისი გარდაცვალება თურქულ კინოსამყაროში დიდ დანაკარგად შეფასდა – მსახიობს კოლეგები და თაყვანისმცემლები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან

FACEBOOK კომენტარები