დასტურდება, რომ მაკარონი არ ასუქებს - კვლევა
იტალიელებისთვის საყვარელი პასტა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განთქმულია და ბევრს უყვარს. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ პასტა სულაც არ იწვევს წონის მატებას.
მიუხედავად იმისა, რომ მაკარონი შეიცავს ნახშირწყლებს, ასევე ის კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და თუთიის კარგი წყაროცაა და რეალურად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაგეხმარებათ წონის მართვასა ან დაკლებაში.
მეცნიერებმა ლიზა სანდერსმა და ჯოან სლავინმა გააანალიზეს და შეაჯამეს 38 კვლევა თეთრი მაკარონის მიღებასა და სხეულის წონის დამოკიდებულებას შორის. მათ შორის, შეისწავლეს მისი გავლენა მადასთან დაკავშირებულ ჰორმონებზე და გლიკემიურ რეაქციაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ პასტა ითვლება როგორც „გამსუქებელი“ საკვები, ამჟამინდელი დაკვირვების შედეგებით დგინდება, რომ მაკარონი ზოგადად არ არის დაკავშირებული სხეულის წონის მატებასთან და შესაძლოა საპირისპიროდ იყოს დაკავშირებული BMI ინდექსთან ან მუცლის სიმსუქნესთან“.
ამიტომ შეგვიძლია თამამად მოვამზადოთ მაკარონისგან ნაირ-ნაირი კერძები და გემრილადაც მივირთვათ.
იგივე აზრს ადასტურებს მეორე კვლევის შედეგებიც, რომელიც იტალიაში 2016 წელს ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ მაკარონს, რეალურად აქვთ სხეულის მასის უფრო მცირე ინდექსი (BMI), ვიდრე მათ, ვინც არ მიირთმევენ.
მთავარი, რის გათვალისწინებასაც გვთხოვენ მკვლევრები, ულუფის ზომაა, უფრო სწორად, ზომიერად მირთმევა.