მეცნიერებმა ქრისტეს სუდარის ასაკი დაადგინეს

23-08-2024
693
Aa

მეცნიერებმა "ტურინის სუდარის" ასაკის დადგენა შეძლეს. ეს ის სუდარაა, რომელშიც იესო ქრისტე ჯვარზე გაკვრის შემდეგ გაახვიეს და დაკრძალეს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

იტალიელი მეცნიერების დასკვნებით, ასეთი ტილო ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 2 ათასი წლის წინ მზადდებოდა, რაც იესოს ცხოვრების პერიოდს ემთხვევა.

მკვლევრები ასევე ამტკიცებენ, რომ სამოსელზე ადამიანის სხეულის ჭრილობების ანაბეჭდები ჩანს, რომლებიც შესაძლოა ქრისტეს სხეულზე ყოფილიყო. მათ შორის: თავზე ეკლის გვირგვინის კვალი, ცემისა და ჯვრის ტარებისგან ჭრილობები ზურგზე და ლურსმნების დაჭედების კვალი ხელებსა და ფეხებზე.

სუდარის გამოკვლევისას, იტალიელმა მეცნიერებმა, ახალი ტექნოლოგიით ისარგებლეს, რომელიც მასალის დათარიღებისთვის რენტგენის სხივს იყენებს.

მეცნიერების განმარტებით, ის ფაქტი, რომ სუდარის შექმნის პერიოდი იესო ქრისტეს ცხოვრების პერიოდს ემთხვევა, ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ სუდარაზე სისხლით აღბეჭდილი კაცის ხელებგადაჯვარედინებული გამოსახულება იესოს სხეულმა დატოვა. 

FACEBOOK კომენტარები