ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა » დროული ინფორმაცია ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

05-01-2025
2 039
Aa

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.

თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.



„ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავარდა, მაგრამ მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა. მთელი სოფელი გლოვობს“, - ჰყვება გალის რაიონის მცხოვრები.

რადიო თავისუფლებას ინფორმაციას უდასტურებს ოკუპირებული სოფლის მოსაზღვრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის რწმუნებულიც.

„მეც გავიგე ეს სამწუხარო ინფორმაცია. საშინელი ამბავია. ხუთი ბავშვია დაღუპული“, - უთხრა კახა გოგოხიამ რადიო თავისუფლებას.

FACEBOOK კომენტარები