6 ადამიანი, მათ შორის, ბავშვ მოიწამლა 6 ადამიანი, მათ შორის, ბავშვ მოიწამლა » დროული ინფორმაცია 6 ადამიანი, მათ შორის, ბავშვ მოიწამლა

6 ადამიანი, მათ შორის, ბავშვ მოიწამლა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
18-05-2026
692
Aa

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

“სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც, მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებს;

გარდა ამისა, სააგენტო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ინფორმაციის დაზუსტებისთანავე, დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

FACEBOOK კომენტარები