"მშობელთან ერთად ვნახეთ ეს ვიდეო" - რა ჩანს საბავშვო ბაღში, სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, მშობლის უმძიმესი ბრალდება და თბილისის კერძო ბაღის პასუხი
მოქალაქე ელიტა დანელიანი თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღს მისი შვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. მოქალაქე ამბობს, რომ აქვს დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, როგორ "არაადამიანურად ექცეოდნენ ბავშვს".
"მოგესალმებით ყველას ! ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! დღეს როცა კერძო ბაგა-ბაღი "ბელ-მარი“ აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს ძალიან გრანდიოზულად, ამ დროს მე 1 ივნისს ჩემი შვილი მყავს ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან ბავშვს ჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია! ჩემი სამი წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს რაზეც არაერთხელ ვუთხარი ბაღის დირექტორს გაბუნია ბელას და მასწავლებელს თამუნას, რაზეც დირექტორი მეუბნებოდა რომ თურმე იქ რეჟიმშია და სულ აქტივობები და მეცადინეობები აქვს და ამ რეჟიმს ჩემი შვილი ვერ იტანდა!
ერთი თვის გამავლობაში ჩემი შვილი მეუბნებოდა მასწავლებელი მცემს, მასწავლებელი თმებს მაწიწკნის მეშინია მცივა იატაკზე არ დამაწვინო დედა რასაც მე ვერ წარმოვიდგენდი! და ვერც ვხდებოდი ბავშვი რას მეუბნება! რომ შევატყვე რომ უკვე ბავშვი ფსიქოლოგიურად შეირყა და იქცეოდა არაადეკვატურად აგრესიულად სულ ტიროდა და ამბობდა მცივა ჩამაცვი მეშინია, ღამეები იღვიძებდა და ტიროდა ბაღში არ წამიყვანო, და დედა ძირს არ დამაძინოო, ყველა ვიდეო ჩანაწერი მაქვს სადაც ბავშვი ამას მიყვება, თვითონ დირექტორიც ჩავაყენე საქმის კურსში ,მაგრამ უშედეგოდ! განაგრძეთ კითხვა



