"ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო" - სასტიკი მკვლელობა თბილისში, რას ამბობს ახლობელი? "ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო" - სასტიკი მკვლელობა თბილისში, რას ამბობს ახლობელი? » დროული ინფორმაცია "ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო" - სასტიკი მკვლელობა თბილისში, რას ამბობს ახლობელი?

"ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო" - სასტიკი მკვლელობა თბილისში, რას ამბობს ახლობელი?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
01-07-2026
937
Aa

"2026 წლის 26 ივნისს, საქართველოში, ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს ჩვენი დის, 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვას ცხედარი. წინასწარი მონაცემებით, გოგონა თბილისში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად წავიდა. ისინი იქ ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავდნენ.

გოგონას ახლობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. როდესაც ფული გამოელიათ, მისმა მეგობარმა ბიჭმა ის ქუჩაში მარტო დატოვა. ქუჩაში ფატიმამ ერთი გოგონა გაიცნო. ფატიმა ქუჩაში დარჩა დახეული საბუთებით, მობილურისა და ფულის გარეშე.

გოგონამ დახმარება შესთავაზა და ჰკითხა, ახლობლებიდან ვინ შეძლებდა ჩამოსვლას და მის წაყვანას. ფატიმამ თავისი ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი მისცა. ბიძაშვილი ჩამოვიდა და ფატიმა წაიყვანა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი განზრახვა

სრულიად სხვა იყო...მან ფატიმა ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო.ეჭვმიტანილმა ფატიმას ცხედარი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიმდინარეობს გამოძიება.გოგონა სრული ობოლი იყო - ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავდა. მას 19 წლის უმცროსი და დარჩა.გთხოვთ, მაქსიმალურად გაახმაუროთ ეს ამბავი! საჭიროა მედიის,

ფემინისტების, იურისტებისა და ბლოგერების ჩართვა!" - წერს სოციალურ ქსელში თბილისში მოკლული აზერბაიჯანელი გოგონას ახლობელი. დღეს უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ახალგაზრდა გოგო მოკლეს.

FACEBOOK კომენტარები