სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს » დროული ინფორმაცია ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
18-08-2026
2 959
Aa

გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კაცი რუსეთის მოქალაქეა.

ადგილობრივებმა ცხედარს დღეს მიაგნეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მამაკაცი დიდი ხნის გარდაცვლილია. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

FACEBOOK კომენტარები