რეკლამა
ბრალდებულმა ცოლის მკვლელობა აღიარა - პროკურატურა, ფოთში მომხდარი ფემიციდის საქმეზე ახალ დეტალებს ავრცელებს ბრალდებულმა ცოლის მკვლელობა აღიარა - პროკურატურა, ფოთში მომხდარი ფემიციდის საქმეზე ახალ დეტალებს ავრცელებს » დროული ინფორმაცია ბრალდებულმა ცოლის მკვლელობა აღიარა - პროკურატურა, ფოთში მომხდარი ფემიციდის საქმეზე ახალ დეტალებს ავრცელებს

ბრალდებულმა ცოლის მკვლელობა აღიარა - პროკურატურა, ფოთში მომხდარი ფემიციდის საქმეზე ახალ დეტალებს ავრცელებს

27-10-2026
736
Aa

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ფოთ­ში, 47 წლის ინგა ყა­ლი­ჩა­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ყო­ფილ მე­უღ­ლეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შოთა ბი­ჭი­ამ მი­ი­ღო.

ბრალ­დე­ბულ­მა ზაზა კარ­ბა­ი­ამ სა­სა­მარ­თლო­ზე ყო­ფი­ლი ცო­ლის მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს ნა­ნობს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 25 ოქ­ტომ­ბერს, ფოთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მოკ­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაცს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მომ­ხდა­რის მი­ზე­ზად ერთ-ერთ ვერ­სი­ად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული