კახეთში გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს – სად მიაგნო პოლიციამ გასანოვას?
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს. ამ წუთებში ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გოგონას ოჯახი გამტაცებლების მკაცრად დასჯას ითხოვს.
“ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ. გუშინ ჩემი შვილი საკუთარი მანქანით წავიდა ბაბუასთან სახლში მის მოსანახულებლად, ერთი-ორი საათი გაჩერდა იქ. შემდეგ ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი “მერსედესის” მარკის მანქანით გაიტაცეს. კამერებში ჩანს, რომ ეს მანქანა ყარაჯალაშია შესული, პოლიცია ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ”, – ყვებოდა დღეს გოგოს მამა.
ცნობისთვის, გოგო სოფელ კაბალიდან გუშინ, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე გაიტაცეს.ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ქალი ძალის გამოყენებით 4-მა ნიღბიანმა გაიტაცა.
როგორც მეზობლები ამბობენ, სწორედ ქუჩაში სეირნობის დროს გოგოს ახლობლად “მერსედესის” მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც სამი პირი გადმოვიდა. ირკვევა, რომ თავდაპირველად, სავარაუდო დამნაშავეები ბებიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას შემდეგ, რაც ხანშიშესული ქალი ცემის შედეგად მიწაზე დაეცა, ახალგაზრდა კაცმა გუნელ გასანოვა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და გაიტაცა. ადგილობრივების ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა ქორწინების მოტივით გაიტაცეს