27 წლის ბიჭი საბადურის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს - ვინ არის ახალგაზრდა და რატომ გაქრა მისი კვალი?

17-06-2024
2 688
Aa

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაკარგვაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. უამრავმა ადამიანმა გადააზიარა ეს ამბავი და ყველა ცდილობდა მისი კვალისთვის მიეგნო. ახლობლების ინფორმაციით, 27 წლის თორნიკე ჭავჭავაძე გლდანიდან ცხვარიჭამიის მიმართულებით გავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.

"ვეძებთ 27 წლის თორნიკე ჭავჭავაძეს, რომელიც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. წასულია გლდანიდან ცხვარიჭამიის მიმართულებით, ბოლო კვალი იკარგება ტყესთან. არის 1.85 სიმაღლის, აქვს ხუჭუჭა მოზრდილი თმა, არის ველოსიპედით, აცვია სპორტული ფერის წითელი მაისური, შავი შორტი და აქვს ლურჯი ფერის ჩანთა. გთხოვთ დაეხმაროთ დედას მოძებნაში", - დაწერა ახლობელმა სოციალურ ქსელში.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, 27 წლის ახალგაზრდა სამწუხაროდ, საბადურის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყება და გაირკვევა, რა იყო ამ ტრაგედიის მიზეზი. ეს იყო უბედური შემთხვევა, თუ რა მოხდა იქ. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა მომხდარის დეტალები. ამ ეტაპზე ახლობლებს ამ ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ.

თორნიკე ჭავჭავაძე წარმატებული ახალგაზრდა იყო. მას ძალიან უყვარდა ბუნებაში სიარული და ხშირად ველოსიპედით გადაადგილდებოდა. სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა და იმ საბედისწერო დღესაც თავისი ველოსიპედით მოძრაობდა. როგორც ახლობელი ამბობს, ძალიან უყვარდა სიმღერა, კარგად მღეროდა და ყველა მხრივ ნიჭიერი ახალგაზრდა იყო.

"კვირის პალიტრა"

FACEBOOK კომენტარები