საღამოს 2 თავი კომბოსტო დავჭერი, დილისთვის კი შესანიშნავი სასუსნავი მზად იყო

15-10-2024
899
Aa

დედაჩემი ყოველ შემოდგომაზე ამზადებს კომბოსტოს სწრაფ მარინადში, რომელიც აბსოლუტურად ყველას გვიყვარს. სწრაფი მომზადების კომბოსტოს მარინადი ძმრით შესანიშნავი დასაყოლებელია ნებისმიერი კერძისთვის.

სწრაფი, გემრიელი კომბოსტოს მარინადი

ინგრედიენტები

  • 2-3 კგ თეთრთავა კომბოსტო
  • 9 ს.კ. შაქარი
  • 1.5 ლ წყალი
  • 200 მლ 9%-იანი ძმარი
  • 2-3 სტაფილო
  • 5-6 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. დაფქული წიწაკა

მომზადება

  1. ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და დაფქული წიწაკა. აადუღეთ.
  2. გარეცხეთ კომბოსტო, ამოჭერით ღერძი და დაყავით თითოეული თავი 8-10 ნაწილად.
     
  3. გათალეთ და დახეხეთ სტაფილო მსხვილად.
     
  4. დაჭერით ნიორი.
     
  5. ბოსტნეული მოათავსეთ შესაფერის ჭურჭელში და დაასხით მარინადი.
      როცა სითხე გაგრილდება, შედგით ჭურჭელი მაცივარში 1 დღით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მეტი სანელებელი გამოიყენოთ, რათა კომბოსტოს გემო უფრო გაჯერებული გამოვიდეს.    მეორე დღეს კომბოსტოს მწნილი მზად იქნება. გემრიელად მიირთვით! 

FACEBOOK კომენტარები