მე თავად ვიყავი და ვესწრებოდი - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცლედება სოც ქსელში
"რასაც კობახიძე აცხადებს, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის ნარატივი, მათი მოგონილი ინფორმაცია - რადიო თბილისის კორესპონდენტი ბრიუსელში გიორგი ფოფხაძე.
"იქ მხოლოდ ორი ქვეყანა გახლდათ წინააღმდეგი საქართველოს ხელისუფლებისთვის ტარგეტირებული სანქციების დაწესების ესენია - უნგრეთი და სლოვაკეთი.
სხვა ყველა, 25-ვე ქვეყანა, მათი საგარეო საქმეთა მინისტრები, თანახმა არიან საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების.
მე თავად ვიყავი ბრუსელში და ვესწრებოდი ევროსაბჭოს სხდომას, ვიცი იქ შიგნით რა ხდებოდა, რაზე იყო საუბარი და როგორი დებატები მიმდინარეობდა.
რასაც კობახიძე აცხადებს, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის ნარატივი, მათი მოგონილი ინფორმაცია, საიდან აქვთ მე არ ვიცი... გახსოვთ ალბათ, რა განცხადებები გააკეთეს მინისტრებმა დებატების დაწყების წინ, მათ შორის ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც განაცხადა რომ ის არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობის, რაც ხდებოდა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ.
არანაირი ესპანეთი, რუმინეთი და იტალია არ ყოფილა წინააღმდეგი არ ყოფილა წინააღმდეგი საქართველოს ხელისუფლებისთვის ტარგეტირებული სანქციების დაწესების". - განაცხადა რადიო თბილისის კორესპონდენტმა ბრიუსელში გიორგი ფოფხაძემ რადიო თბილისის ეთერში ჩართვისას.
დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლების პრემიერ მინისტრმა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას მხარდაჭრისთვის:
"მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე"- თქვა კობახიძემ.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული