კაცმა ბანკომატის ხარვეზის გამო აპარატიდან ათასობით თანხა გამოიტანა და მილიონერივით ცხოვრობდა

27-07-2024
326
Aa

კაცმა ბანკომატის ხარვეზის გამო აპარატიდან უამრავი თანხა მოხსნა. იგი 4 თვის განმავლობაში ნამდვილი მილიონერივით ცხოვრობდა.

ყველაფერი ასე მოხდა - 2011 წელს სანდერსს ღამით ბანკომატიდან ფულის გამოტანა უნდოდა. როდესაც ბარათი აპარატში ჩადო, აღმოჩნდა, რომ ბანკომატი ბარათზე ბალანსს არ აჩვენებდა.

„ჩემი საკრედიტო ანგარიშიდან 200 დოლარი გადავიტანე ჩემს დანაზოგზე, ამ დროს დაეწერა - „ტრანზაქცია გაუქმდა“ და აპარატმა ბარათი დამიბრუნა. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ გადავწყვიტე ეს 200 დოლარი გამომეტანა“,- იხსენებდა მამაკაცი.

200 დოლარის მიღების შემდეგ, უცნაურმა შეფერხებამ სანდერსი დააფიქრა და მოგვიანებით დაბრუნდა ადგილზე, რათა ენახა, მუშაობდა თუ არა ისევ აპარატი.

„ვფიქრობდი, რამდენად უცნაური იყო ყველაფერი, ამიტომ ისევ ჩავდე ბარათი და კიდევ 200 დოლარი გადავიტანე დანაზოგზე, შემდეგ კი ფული გამოვიტანე. შემდეგ 500 დოლარი გამოვიტანე, შემდეგ 600 დოლარი... მხოლოდ იმის სანახავად, რა მოხდებოდა“,- ამბობდა სანდერსი.

კაცმა დაადგინა, რომ ბანკომატი გათიშული იყო ბანკიდან და ინტერნეტიდან დილის 1-დან 3 საათამდე. მან სწრაფად ისარგებლა ამ შემთხვევით და ბანკომატიდან ათასობით დოლარი მოხსნა.

ოთხი თვის განმავლობაში სანდერსი გამოტანილ თანხას ხარჯავდა - დადიოდა წვეულებებზე, მოგზაურობდა, დაფარა მეგობრის სტუდენტური ხარჯებიც...

თუმცა, ეს ბედნიერება მამაკაცისთვის დიდხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ, რაც ის ფსიქიატრს ეწვია შფოთვისა და დანაშაულის გრძნობის გამო, სანდერსმა აღიარა, რომ პოლიციას უნდა ჩაბარებოდა. მას ეშინოდა, რომ პოლიცია ამ ფაქტს თავად აღმოაჩენდა და დაიჭერდნენ. თუმცა, სანამ პოლიციაში წავიდოდა, ეს ისტორია მან ტელევიზიაში მოჰყვა.

სანდერსს საბოლოოდ მიესაჯა 12-თვიანი პატიმრობა ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით 2015 წელს. იგი 18-თვიანი საზოგადოების გამოსწორების ბრძანებით გაათავისუფლეს.

FACEBOOK კომენტარები