“დაჭრილმა თქვა და ასე გავიგეთ” – რა უთხრა დაჭრილმა მამაკაცმა პოლიციას გარდაცვალებამდე?

25-07-2024
1 101
Aa

მკვლე­ლო­ბა მოხ­და წუ­ხელ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ლა­ლის­ყურ­ში. თა­ნა­სოფ­ლელ­მა ორი ადა­მი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი ერ­თად ქე­ი­ფობ­და, რა დრო­საც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო და ერ­თმა მათ­გან­მა ორ თა­ნა­სოფ­ლელს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის ძმაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრილმა მამაკაცმა გარდაცვალებამდე პოლიციას მკვლელის ვინაობა უთხრა.  ის  თამაზ წიქარაძეა.

მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილიც და მოკლულებიც სოფელ ლალისყურის მკვიდრები არიან.

FACEBOOK კომენტარები