საქართველოს პროკურატურა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

25-09-2024
576
Aa

საქართველოს პროკურატურა სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლის, პროკურორ იგარ ფეტვიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

უწყება სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.


„საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის, იგარ ფეტვიაშვილის გარდაცვალების გამო.

იგარ ფეტვიაშვილმა საქართველოს პროკურატურაში კარიერა 1979 წელს სტაჟირებით დაიწყო და სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის იგარ ფეტვიაშვილს 2021 წელს საქართველოს „პროკურატურის საპატიო თანამშრომლის“ წოდება მიენიჭა.

იგი იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, - წერს საქართველოს პროკურატურა.

FACEBOOK კომენტარები