პოლიციამ 10 წლის გოგონას ცხედარი კარადაში იპოვა
აშშ-ში მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს 2006 წელს 10 წლის გოგონას მკვლელობის გამო. მკვლელობის მიზეზად კანიბალიზმი დასახელდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მამაკაცს სიკვდილი 2008 წელს მიუსაჯეს. სასჯელი კი აღსრულებაში სულ ცოტა ხნის წინ, 19 დეკემბერს მოიყვანეს.
ბრალდებული ჯეიმი მამასთან ერთად ცხოვრობდა იმავე კორპუსში, სადაც მკვლელობა მოხდა. როგორც გამოძიების შედეგად გაირკვა, მამაკაცმა გოგონა თავიდან თავში ჩარტყმით გათიშა და თავის საცხოვრებელ სახლში აიყვანა. ამის შემდეგ ჯეიმიმ გოგონა გააუპატიურა და დაახრჩო.
პოლიციამ ჩანთაში ჩადებული გოგონას ცხედარი, ბრალდებულის სახლის კარადაში იპოვა. მოკლულს ტანსაცმელი არ ეცვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიმიმ აღიარა, რომ ბავშვისთვის თავის მოკვეთისა და მისი შეჭმის მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.
სასამართლოზე ჯეიმის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან ბავშვობაში საშინელი ტრავმა გადაიტანა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. დიაგნოზი მოიცავდა ბიპოლარულ აშლილობას.
პროკურორები კი ამტკიცებდნენ, რომ ბევრი ადამიანი განიცდის ძალადობას და ფსიქიკურ დაავადებებს, მაგრამ არ ხდებიან მკვლელები.
გასულ კვირას, შეწყალების შესახებ შუამდგომლობის მოსმენის დროს, ჯეიმიმ ოჯახს ბოდიში მოუხადა.
„მინდა ბოდიში მოვუხადო მსხვერპლის ოჯახს, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც ამ ამბის მომსწრე გახდა და მოისმინა მკვლელობის საშინელი დეტალები“,- განაცხადა ჯეიმიმ ვიდეოში.
ოკლაჰომელი მკვლელი საკუთარ დაბადების დღეს, 19 დეკემბერს, დასაჯეს სიკვდილით, როცა ის 45 წლის გახდა.