ორწლიანი ქორწინება, ნათესაური კავშირი ია ფარულავასთან და ტრაგიკულად დაკარგული სიყვარული - ქრისტინე იმედაძის ცხოვრების, უცნობი ამბები

17-10-2024
258
Aa

ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

ქრისტინემ მუსიკალურო კარიერა ბავშვობაში, ბასტი-ბუბუში დაიწყო, პარალელურად კი ბალეტით იყო დაკავებული. აქტიური სოლო კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო - ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი ოთხი გოგო (4G). 

მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“. 2018 წელს ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის ფილმში "ხიდი", სადაც პარტნიორობას  მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ზუზუ ბეჟაშვილი და სხვა არაერთი ცნობილი მსახიობი უწევდა. 


ქრისტინე ცნობილი ქართველი მსახიობის და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძმისშვილია. 

ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ წელიწადნახევარს გასტანა. წყვილს ქორწინებიდან ჰყავს გოგონა ტაისია. 

ქრისტინეს შესახებ არაერთი ჭორი აგორებულა. ამბობდნენ, რომ მომღერალს ერთ-ერთი ცნობილ ქალის მეუღლესთან ჰქონდა რომანი. თუმცა, ქრისტინემ ეს ჭორი ინტერვიუში უარყო:

"- საერთოდ, ხომ ამბობენ, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო. ეგ არის არასწორი მიდგომა. არსებობს ჭორები, რომლებიც არის გამიზნული და ჰაერიდან ითხზვება. იმ ადამიანს უბრალოდ არ ვიცნობ და თუ შემხვედრია, იმ მეუღლესთან ერთად" - ამბობდა ქრისტინე. 


ქრისტინე იშვიათად საუბრობს პირველ სიყვარულზე, სერგუნა კოპალაძეზე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

„სერგუნას ოჯახი და ჩემი ოჯახი მეგობრობდნენ. ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა. ის საქართველოში არ ცხოვრობდა და არდადეგებზე ჩამოდიოდა. 2002 წელი იყო, კასტინგიდან გაციებული დავბრუნდი, გვიან ღამით დამირეკა, რადგან ავად ვიყავი, უნდოდა ყურადღება გამოეხატა და რაღაც მოეტანა. დამირეკა, წყნეთიდან მოვდივარ და რაღაცებს მოგაწვდიო, გვიანი იყო და უარი ვუთხარი.. ამ დროს ტელეფონი გაითიშა..

ტელეფონის გათიშვა და ხმა ფანჯრიდან ერთად გავიგე.. [ავარია] ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული, იქნებ რომ წამოეღო, რაც უნდოდა, იქნებ სხვაგან აღარ გაევლო..

უკან არ გადამირეკავს, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ლოგინზე ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, დილას ერთხელ ავკრიფე მისი ნომერი, ავტომოპასუხემ მიპასუხა.. ამ სტრესის მართვა დიდხანს მომიწია.. ჩემს ადგილას ვიღაც შეიძლება ჩაწოლილიყო, სულ მოდიოდა ძალა, რომელიც მეხმარებოდა..“ - იხსენებდა ქრისტინე.

FACEBOOK კომენტარები