“გლოვის ზარია ჩვენს სოფელში” – რა ინფორმაციას ავრცელებს სკოლა, სადაც ახალგაზრდა ბიჭი სწავლობდა
ზეინდრის სკოლა კურსდამთავრებულის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი ნახეს.
„გლოვის ზარია ჩვენს სოფელში… ჩვენი კურსდამთავრებულის, ზუკას, ამ ქვეყნიდან წასვლამ შეგვძრა სულით ხორცამდე… ჩვენს მხიარულ და მოღიმარ ბიჭს წინ დიდი ბედნიერება ელოდა, მაგრამ ნაადრევად შეწყდა მისი სიცოცხლე… სიტყვებს ვერ ვპოულობთ ჩვენი მწუხარების გამოსახატავად… ზუკა, ძნელია შენზე წარსულში საუბარი… რით ვანუგეშოთ შენი გაუბედურებული მშობლები, ახლობლები…. ისღა დაგვრჩენია, გამძლეობა ვუსურვოთ მათ, შენ კი უფალმა შეგინდოს და გულში ჩაგიკრას…“ – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული