მე მიყვარხარ 2015-დან' - ანანო სახელაშვილის გულისამაჩუყებელი კადრები

05-11-2024
122
Aa

ქართველი ინფლუენსერი, ანანო სახელაშვილი, სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ზვიად ლობჯანიძესთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს აქვეყნებს. მათი სიყვარულის ისტორია უკვე 10 წელს ითვლის.

ზვიადი გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს გარეთ იმყოფებოდა, თუმცა მათი გრძნობები წლების და მანძილის მიუხედავად მტკიცედ დარჩა.


„მალე 2025 და მე მიყვარხარ 2015-დან“, - წერს ანანო სახელაშვილი ვიდეოზე.

კადრებმა საზოგადოების თბილი კომენტარებიც დაიმსახურა:



„თქვენი სიყვარული მიყვარს“,

„სულ ბედნიერები გამყოფოთ უფალმა“,

„მაკლდა აქ ეს ბიჭი და ძალიან მიხარია ახლა“, - წერენ კომენტარებში.


FACEBOOK კომენტარები