"ამ სახლში დიდ დროს ვატარებთ” – ნახეთ როგორი აგარაკი აქვს ნინო ჩხეიძეს საგურამოში
სოციალურ ქსელში ვრცელდება "იმედის" ერთ-ერთი გადაცემის ძველი ჩანაწერი, სადაც ნაჩვენებია მომღერალ ნინო ჩხეიძის საგურამოს აგარაკი. გადაცემაში ნინომ ისაუბრა თავისი შემოქმედებისა და ოჯახის შესახებ და მაყურებლებს აგარაკის ინტერიერი და ექსტერიერი დაათვალიერებინა, სადაც მისი ოჯახი ზაფხულს ატარებს.
ნინო ჩხეიძის აგარაკი საგურამოში მდებარეობს და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. გადაცემის გადამღებ ჯგუფს მომღერალმა თავის ქალიშვილთან ერთად უმასპინძლა.
"ამ სახლში ზაფხულში დიდ დროს ვატარებთ. ხშირად ბევრი ხალხი ჩამოდის და იმდენი ვიკრიბებით, რომ დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს ვერ ვნახულობთ. აუზის წინ მრავალი შეზლონგია განლაგებული, თუმცა მე წყლის მეშინია და აუზში არ ჩავდივარ," — აღნიშნა მომღერალმა.
გადაცემის დროს ნინო ჩხეიძემ საბილიარდო ოთახიც დაათვალიერებინა, სადაც, როგორც თავად ამბობს, ძირითადად მისი მეუღლე მეგობრებთან ერთად თამაშობს