გიორგი მამარდაშვილის მეუღლის პირველი კომენტარი საქართველო-ესპანეთის მატჩზე – რას ამბობს მოდელი?

29-06-2024
3 606
Aa

ქართველები ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მიემგზავრებიან.

გერმანიისკენ თვითმფრინავი სულ მალე აფრინდება. მგზავრებს შორისაა ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის მეუღლე.

“წინა თამაში ნამდვილად სასწაული იყო. ყველას გვჯერა, რომ კიდევ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კარგი მოლოდინები მაქვს. გიორგისთვის გოლის გატანა გაუჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმუმს გააკეთებს. გიორგი ყოველთვის შემართებით არის და ყოველთვის ისე ემზადება და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება”, – განაცხადა მამარდაშვილის ცოლმა ელენე ეპიტაშვილმა აეროპორტში.

შეგახსენებთ, 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. კიოლნში შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები