„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს » დროული ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

03-04-2026
1 302
Aa

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.

„სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.

კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.

“ჩვენი მხრიდან მსგავსი ფორმით პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება. მივმართავთ ჩვენს აბონენტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ ენდონ საეჭვო ზარებს”, - აცხადებენ კომპანიაში.

FACEBOOK კომენტარები