"კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ..." - რას წერს რომან გოცირიძე ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით? "კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ..." - რას წერს რომან გოცირიძე ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით? » დროული ინფორმაცია "კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ..." - რას წერს რომან გოცირიძე ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით?

"კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ..." - რას წერს რომან გოცირიძე ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით?

09-04-2026
1 632
Aa

"როგორც კულუარებიდან გამოჟონა, "იმედი" აპირებს azersat-ისათვის მომსახურების თანხების გადახდას "რუსთავი 2"-ის გამოყენებით. ეს ტელევიზიაც იმავე სატელიტს იყენებს, რასაც "იმედი" - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძის თქმითვე, ამის გაკეთებას თავდაპირველად შემოვლითი გზით ეცდებიან.

"რუსთავი 2" რიცხავს წინმსწრებად დამატებით ფულს საკუთარ ანგარიშზე, "იმედი" არ ითიშება დროებით. ამ სქემის ამუშავებას სჭირდება აზერბაიჯანული კომპანიის თანხმობა. ეს სატელიტი ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფოს.

აზერბაიჯანი უკვე გახვეულია შარში ყულევის პორტთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის "სოკარის" საკუთრებაა. ევროკავშირი ამ პორტის დასანქცირების საკითხს განიხილავს. იმედია, აზერბაიჯანი ჭკუას ისწავლის და ბრიტანულ სანქციებსაც არ გამოჰკრავს ხელს" - წერს გოცირიძე.

FACEBOOK კომენტარები