„ერისიონი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს.
„გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს…
დიდი დანაკლისია ბატონი ბესოს ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლა, როგორც მისი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის ისე თითოეული ჩვენგანისთვის… არაერთი თბილი მოგონება და ისტორია დაგვიტოვა მან…
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ბესო ჩირიკაშვილი…
ღმერთმა გაანათლოს შენი სული,“ – აღნიშნულია სამძმრის წერილში.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული