"მამაჩემი რომ დაიჭირეს, ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო ["ნაცმოძრაობის" მიმართ], გადარჩენის გზა იყო მისთვის" - ნინი ქარსელაძე პოლიტიკასა და მშობლებზე "მამაჩემი რომ დაიჭირეს, ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო ["ნაცმოძრაობის" მიმართ], გადარჩენის გზა იყო მისთვის" - ნინი ქარსელაძე პოლიტიკასა და მშობლებზე » დროული ინფორმაცია "მამაჩემი რომ დაიჭირეს, ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო ["ნაცმოძრაობის" მიმართ], გადარჩენის გზა იყო მისთვის" - ნინი ქარსელაძე პოლიტიკასა და მშობლებზე

"მამაჩემი რომ დაიჭირეს, ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო ["ნაცმოძრაობის" მიმართ], გადარჩენის გზა იყო მისთვის" - ნინი ქარსელაძე პოლიტიკასა და მშობლებზე

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
18-04-2026
385
Aa

"მა­მა­ჩე­მი რომ და­ი­ჭი­რეს ["ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს], ამის­თვის მად­ლი­ე­რე­ბაც შე­მიძ­ლია გა­მოვ­ხა­ტო. იმი­ტომ, რომ ის მძი­მე სე­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გი გა­დარ­ჩე­ნის გზა იყო ეს მის­თვის", - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ თე­მურ ები­ტაშ­ვი­ლის პოდ­კას­ტში ისა­უბ­რა.

  • წამ­ყვან­მა მას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ჰკი­თხა.

- ზო­გა­დად, შენი პო­ზი­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ ეს... ნუ, ზი­ზღი ასე ვთქვათ, არის გა­მოწ­ვე­უ­ლი იმი­ტომ, რომ არ მოგ­წონს მათი იდე­ო­ლო­გია, თუ იმი­ტომ, რომ სხვა მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, მამა?

- მა­მა­ჩე­მი არა. პი­რი­ქით, მა­მა­ჩე­მი რომ და­ი­ჭი­რეს, ამის­თვის მად­ლი­ე­რე­ბაც შე­მიძ­ლია გა­მოვ­ხა­ტო. იმი­ტომ, რომ ის მძი­მე სე­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გი გა­დარ­ჩე­ნის გზა იყო ეს მის­თვის. მამა რა შუ­ა­შია? იდე­ო­ლო­გია მათი, რო­მე­ლიც იყო და­უნ­დო­ბე­ლი. მე, სხვა­თა შო­რის, ამა­ზე ძა­ლი­ან ღიად ვსა­უბ­რობ - მამა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო და ეს არ არის ჩემ­თვის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა. და არა, ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ უნდა იყოს ზო­გა­დად ეს თემა... და მისი და­ჭე­რა პი­რი­ქით - იმ ცხრა წელ­მა, რაც და­ჭე­რი­ლი იყო, გა­უ­ხან­გრძლი­ვა ცხოვ­რე­ბა. მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ამ ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე მქონ­და.


- მი­ვე­დით მთა­ვარ თე­მა­ზე, ეს არის ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა. ვერ ვნა­ხე ისე­თი გა­და­ცე­მა, სა­დაც შენ იყა­ვი სტუმ­რად, რომ არ აღ­ნიშ­ნონ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი ხარ. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენ­თვის ეს?

- ამის გა­გე­ბა არ არის ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ბევ­რად უფრო ძვირ­ფა­სია ის, რომ დღეს ის ცო­ცხა­ლია. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არის ეს, რომ დღეს ის ჯან­მრთე­ლია. მად­ლო­ბა ღმერ­თს ამის­თვის. და ალ­ბათ ყვე­ლა შვი­ლი ესე მო­იქ­ცე­ო­და და ჩემს საქ­ცი­ელ­ში არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ არის და ვთვლი, რომ ასეც უნდა იყოს. ამა­ზე ხა­ზის გას­მა, აღ­ნიშ­ვნა ცოტა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ხოლ­მე.

- რო­დის გა­ი­გეთ პირ­ვე­ლად ხა­თუ­ნას ამ­ბა­ვი?

- ეს იყო 2019 წელი. 12 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა მამა და 21 ივ­ლისს გა­ვი­გე ხა­თუ­ნას ამ­ბა­ვი. სულ შემ­თხვე­ვით.

- რო­გო­რი გრძნო­ბაა შვი­ლის­თვის, რო­დე­საც ერთ მშო­ბელს კარ­გავს და მე­ო­რე­ზე იგებს, რომ მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მე­ლიც... ღმერ­თმა და­ი­ფა­როს და ძა­ლი­ან ბევრ შემ­თხვე­ვა­ში ცუ­დად მთავ­რდე­ბა ხოლ­მე?

- მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­მა­ვი­წყა ხა­თუ­ნას და­ა­ვა­დე­ბამ. იმი­ტომ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმა­ზე, რომ სიკ­ვდი­ლი და­მე­მარ­ცხე­ბი­ნა და ამის­თვის ხუთი წელი დამ­ჭირ­და. მე და ხა­თუ­ნამ და­ვა­მარ­ცხეთ სიკ­ვდი­ლი. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის მშობ­ლის და­კარ­გვა, მაგ­რამ ეს მე იმ პე­რი­ოდ­ში ვერ აღ­ვიქ­ვი და რა­ღა­ცა პე­რი­ო­დის მერე მივ­ხვდი, რომ მამა აღარ მყავ­და. ეს ჩემ­მა ტვინ­მა მი­ი­ღო მა­შინ, რო­დე­საც ხა­თუ­ნას ანა­ლი­ზე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვი­და და დრო გა­მო­მიჩ­ნდა სხვა რა­მე­ზე ფიქ­რის­თვის.

- თე­რა­პი­ის­თვის მი­გი­მარ­თავს?

- არა, ჩემი თე­რა­პია არის ჩემი სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რი და მისი დახ­მა­რე­ბით გა­ვი­ა­რე ყვე­ლა სირ­თუ­ლე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს არ იყო ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე, რა თქმა უნდა. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სირ­თუ­ლე­ე­ბი და აი ამ ყვე­ლა რთულ გზა­ზე მისი გვერ­დში დგო­მა იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დღეს არ ვარ მძი­მე დეპ­რე­სი­ის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნი და ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ღმერ­თის და მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა.

FACEBOOK კომენტარები