"გავხდი თაღლითი პოლიტიკოსების მსხვერპლი... მან ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად, მე ლამის წყლის ბოთლი დავალეწე თავზე" - ნანა ლეჟავა TV24-დან წამოსვლის შემდეგ პირველად ალაპარაკდა
ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა რეალურ მიზეზებზე მან ახლახან სოციალურ ქსელში ისაუბრა.
„ამბავი იმაზე, როგორ გავხდი თაღლითების მსხვერპლი. სათაურში შემეძლო გამეტანა - როგორ გავხდი თაღლითი პოლიტიკოსების მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკოსებად ამ ადამიანების მოხსენიება ცოტა ხმამაღალი განაცხადი მგონია. ამიტომ დავტოვებ როგორც არის. მოკლედ, გიყვებით: ეს ორი ადამიანი - შოთა შალელაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი და მონა-მორჩილი, ვინმე სანდრო თოფურია თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ჩემთან კონტაქტს, თუმცა უშედეგოდ. საერთო მეგობრის ჩარევის შემდეგ კონტაქტი შედგა. სწორედ იქ გავიგე, რომ პარტიაც ჰქონიათ, ორკაციანი, და დიდი გეგმები ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ 2024 არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, უფრო შორეული პერსპექტივის ამბავი იყო ეგ. მათი მხრიდან დაიდო უამრავი პირობა, რომ სურდათ ეხილათ ყველა პარტიისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. დაგვეწყო მცირე ბიუჯეტით, შემდეგ გავიზრდებოდით. ნუ, პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი, რომ ასე უმიზნოდ ამ საცოდავ ქვეყანაში ტელევიზიას არავინ ხსნის. გარკვევით ავუხსენი, რომ თუ ჰქონდათ იმედი, ეს ტვ მათ ოქტომბრის არჩევნებში რამე დივიდენდებს მოუტანდა, დაევიწყებინათ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, უარყვეს.
ამის შემდეგ იწყება მუშაობა ტვს გასახსნელად: ოფისი, ტექნიკა, სტაფი . რა თქმა უნდა, როგორც მომავალმა დირექტორმა ვიკითხე, რა იქნებოდა ტელევიზიის ბიუჯეტი, რომ განმესაზღვრა მომავალი. ნუ, ამაზე პასუხი იყო - რაც დაგჭირდება -იქნება. გაიწერა სტრუქტურა - პირველ ეტაპზე რამდენი თანამშრომელი გვჭირდებოდა, რა ტექნიკა - და შევუდექით საქმეს. ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვა სანდრო თოფურიას ჩააბარეს, ვინაიდან მე ფინანსებში გარევა არ მოვინდომე. ეს ადამიანი შოთა შალელაშვილის მარჯვენა ხელია და ყველაზე სანდო კაცი, როგორც მივხვდი. საბოლოოდ, თვე-ნახევარში ამ ხალხმა მომთხოვა სასწრაფოდ ეთერში გასვლა, თუმცა ჩვენ არ გვქონდა საეთერო ბადე შევსებული. მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებისთვისაც კი არ ვიყავით ტექნიკურად მზად! (ლაივები ბოლო დღეს ჩამოვიდა, ბოლო დღემდე არ გვქონდა შიდა ქსელი, ხმის ჩამწერი ოთახი და მილიონი რამ), მაგრამ მფლობელს ეთერში გასვლა ისტერიულად ეჩქარებოდა. ამიტომ, ზუსტად თვე-ნახევარში პირველი ეთერიც შედგა და, პროფესიონალების დამსახურებით, კარგი ეთერი - ამას ვიტყვი ხმამაღლა და თავაწეული. 10 ივნისს გავდივართ ეთერში და მანამდე ვიღებ სანდრო თოფურიას პირობას, რომ ოღონდ ეთერში გავიდე და მექნება ყველაფერი ნორმალური ფუნქციონირებისათვის! არ დაგვიწყდეთ, რომ არ მყავს ფროდაქშენი (ძვირი ჯდებოდა), შესყიდვები, ანუ ჯერ ვერც ვოცნებობ რომ ბადეში საინფორმაციოს გარდა სხვა გადაცემა მექნება, მაგრამ მპირდებიან, რომ, აი, მე ეთერში გავიდე და ოქროს სარაიას ამიშენებენ!
არც ერთი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს ტვ 24-ში, არ მიმიღია ბატონ სანდროსთან შეთანხმების გარეშე! თუმცა მუდმივად მიწევდა ახსნა, მაგალითად , რაში მჭირდება ორი ვიზაჟისტი! რეგიონებში სტრინგერები (ბიუროები ძვირი სიამოვნებაა), სამ სამონტაჟოზე მეტი, ხუთ კამერაზე მეტი. ვინც ტვ-ში მუშაობთ, ხომ იცით ინჯესტი რას აკეთებს? (ყველა მასალას იღებს) და მე მიწევდა ხმალაობა ამ ორ, ტელევიზიაში დილეტანტ ადამიანთან, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო. მოკლედ, სადღაც 20 ივნისიდან დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. ბატონმა შოთამ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა ("როიტერზე" ჯერ თანხმობა მომცეს, მერე გამაუქმებინეს - ძვირიაო) და სანდრო თოფურიას მხრიდან დაიწყო ყველა იმ შეთანხმების და დაპირების უტიფრად უარყოფა და დარღვევა, რაც მანამდე არსებობდა.
ასე, მაგალითად, სანდრო თოფურია ერთი თვის წინ შეხვდა იურისტს, რომელზედაც მთხოვა მიმეყვანა და გამეცნო მისთვის, მოელაპარაკა ხელფასზე, გრაფიკზე. ორი შეხვედრის შემდეგ დაითანხმა (ისიც ჩემი ფაქტორის გათვალისწინებით). ერთ თვეში, როცა ორი იურისტი უკვე აყვანილია და მუშაობს - სანდრო ამას იკვირვებს. ამბობს, რომ მანევრი ჩაუტარეს და რატომ უნდა უხადოს ხელფასი! ანუ ის ორი შეხვედრა, შეთანხმება, პირზე კოცნა, ვაუ რა მაგარია, რომ დაგითანხმე - გაქრა ხალხო! იგივე ხდება ფილმების შესყიდვაზე - ელაპარკაება ერთ-ერთ კომპანიას, სადაც შუამავალი ასევე ვარ მე. მეილზე მე ვუფორვარდებ ფილმების სიას. თავად არჩევს სათითაოდ ფილმებს. 7 ივნისს თავად უკავშირდება ამ კომპანიის ხელმძღვნელს და ტელეფონით უდასტურებს, რომ უნდა ეს ფილმები და ლიცენზიების მოპოვებას სთხოვს. ერთ კვირაში ფილმების ნაწილზე ლიცენზია მზადაა. ვაკეთებთ ანონსებს, ვაჩვენებ ამ ანონსებს ბატონ სანდროს. ის უკვე სიხარულით ჭყლოპინებს - ვაუ, რა მაგარი ანონსია (მიმოწერა არსებობს) და როცა უკვე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები, ნურას უკაცრავად! როგორც ჩანს, ბატონ შოთას არ მოსწონს ფასი - ძვირია- და ზარია ჩემთან სანდროსი: მე ამ ფილმებზე არ მითქვას თანმობა! რატომ იყიდეთ?? ვინ იყიდა??რატომ გადის?? ბოდიში???? მოკლედ, გადააგდეს ის კომპანიაც! სანდრო მის ბატონთან კატეგორულარ უარყოფს რომ ფილმები მისი არჩევანი იყო.
რომელი ერთი მოვყვე კიდევ??? საბოლოოდ რა დამბრალდა მე: უი,რამხელა სტაფია, ვინ გითხრა - ამდენი თანამშრომელი აიყვანეო? როცა ყველა მათგანი გავლილი იყო ბატონ სანდროსთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე დამოუკიდებლად ამ ხალხს ვერ გადავუხდიდი ხელფასს! მანიპულატორი ვარ და ფილმებზე გადაწყვეტილება მიმიმიღია დამოუკიდებლად! ვასაქმებდი ნათესავ -მეგობრებს. დიახ, ბატონო შოთა და ბატონი სანდრო, ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც მე მოვიყვანე, არის პროფესიონალი და თითოეულ მათგანზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს. რასაც ვერ ვიტყვი თქვენს მიერ მოყვანილი თანამშრომლების ნაწილზე, რომლებიც იყვნენ არაკომპეტენტურები და მათი საქმე მხოლოდ „დანოსების" წერა იყო.
ურთიერთობა შევიდა ჩიხში და მივიღე გადაწყვეტილება, ბატონი შოთა ჩამეყენებინა საქმის კურსში. მე ეთერში გავსლამდე მისი ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცოდი, იმდენად არ მქონდა მასთან ურთიერთობა და არც მჭირდებოდა. ბატონ შოთას შევხდვი ხუთშაბათს 4 ივლისს, პირისპირ და მოვუყევი ყველა იმ უტიფარი და გაუგონარი ტყუილის შესახებ, რასაც მისი ნდობით აღჭურვილი პირი კადრულობდა! პასუხად მივიღე, რომ ვერ დაიჯერებს!და უარესი ამბები მოვისმინე: მაგალითად, ბატონი შოთა არ აპირებს საშემოსავლოს გადახდას და ეს თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ. კიდევ ერთხელ, ბოდიში?? კონტრაქტებში რომ სხვანაირად წერია?? ნუ, ეს სანდროს პრობლემააო, რატომ ჩაიწერა ასე თურმე. იქვე დავაფიქსირე,რომ ასე ვერ ვიმუშავებდი და წავიდოდი. ნუ იჩქარებო, იყო პასუხი და შემდეგი შეხვედრა შაბათს 6 ივლისს დაინიშნა, უკვე სანდროსთან ერთად.
ვინაიდან საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ თაღლითებთან მქონდა საქმე, მომზადებული წავედი და საუბარი ჩავიწერე ტელეფონით. ნუ ისინი ორი ტელეფონით მწერდნენ! ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ხალხო, თმა ყალყზე დამიდგა იმ უტიფარი ტყუილების მოსმენით რასაც ეს ხალხი კადრულობდა!! პირველი ჩემი შეკითვა შეეხებოდა რას ნიშნავს, რომ თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ საშემოსავლო?? როცა წინა თვეში მათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც აიღეს ხელფასი დაუბეგრავად - ის, რაც ეწერათ კონტრაქტებში!! პასუხი???? წინა თვეში საერთოდ არ ეკუთვნოდათ მათ ხელფასები -ეთერში არ გადიოდით და მე რა ვალდებულება მქონდა, ხელფასები მეხადა??? შენი პატივისცემით დავარიგე მაშინ!!! ანუ, ხალხო, კონტრაქტების თავზეც გავიარეთო, მე ვარ ის დირექტორი, ვისი ხათრითაც ხელფასები რიგდება! მოკლედ საუბარი არ შედგა ბატონი სანდრო თოფურიას უტიფარი ტყუილების გამო. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ჩემკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარი, ლამის მოძალადედ ვიქეცი და ლამის წყლის ბოთლი(პლასტმასის :დდ ) დავალეწე თავზე ამ მონას.
მადლობა ღმერთს, არსებობს ჩანაწერი, სადაც ყველაფერი გარკვევით ისმის. მე ეს ჩანაწერი მოვასმენინე ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან კუთვნილ ხელფასს . ისინი შეხვდნენ სანდრო თოფურიას. ბატონმა შოთამ არ იკადრა ნიუსრუმთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზე მონამ უარყო საშემოსავლოს პრობლემაც, წინა თვის ხელფასის ახსნაც და ყველაფერი, ყველაფერი რაც ჩანაწერშია!!მოკლედ, შემიძლია ბევრი რამ მოვყვე. მათ შორის სანდროს და შოთას მოყვანილ და შემდეგ "ატკატების"მიზეზით სანდროს მიერვე გაგდებულ და უკან მობრუნებულ თანამშრომლებზე (საუბარია ტექ-დირექტორზე, რომელიც მე უკვე დამახვედრეს და ბატონი სანდროს დაქვემდებარებაში იყო სტაფიანად, ასე უნდა ყოფილიყო სანამ საბოლოოდ არ დავლაგდებოდით) ჰოდა „ატკატებს" და ფულის შეჭმას რომ აბრალებდა, ის კაცი ორ კვირაში უკან დააბრუნა! და ბოლოს: მივმართავ პრეზიდენტს, რომლის მხარდაჭერითაც თურმე იქმნება კოალიცია და იქ ეს ბატონები უნდა იყვნენ გაერთიანებულნი! არ გირჩევთ თაღლითების პოლიტიკურ ველზე შემოყვანას, თუნდაც მათ დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდეთ!! ისედაც ბევრი ნაგავია ქართული პოლიტიკიდან გასატანი და საქმეს ნუ გაგვირთულებთ ამომრჩეველს. გითხრათ, რად უნდოდათ ტელევიზია? წონას იმატებდნენ - აი ობიექტური ტვ გვაქვს, ფული გვაქვს - ასე დადიოდნენ კარდაკარ :)) დანამდვილებით ვიცი მათი შეხვედრები "ახალთან" როგორ სთავაზობდნენ თავს :)) თუმცა ორივე ნიკასგან უარი მიიღეს! ჰოდა ბატონო შოთა, ხელფასები ჩაურიცხეთ ხალხს! მათ შორის მეც! წინა თვეში ჩემი, ამ კომპანიაში პირველი ხელფასის ნაწილიც გააქრეთ, ისე რომ უწყისზე ხელი არ მომიწერია, არ მომიტანა თქვენმა მონამ და არც საშემოსავლო გადაგიხდიათ როგორც მე მაბოლებდით. კომპენსაციასაც გადაიხდით!!!
აქ უტვინო არავინაა, ყველა სიტყვაზე, რაც აქ დავწერე, პასუხს ვაგებ. წარვადგენ აუდიო ჩანაწერსაც და ყველა ადამიანი, ვისთანაც სანდრო თოფურიას ჰქონდა პირადი შეთანხმება და შემდეგ გადააგდო, ასევე მზადაა სალაპარაკოდ. ბოდიში ყველასთან, რომ ასეთი მიამიტი აღმოვჩნდი. ბოდიში ყველა იმ ადამიანთან, ვინც დავასაქმე, ვინც ჩემს გამო დატოვა სამსახური და ტვ 24-ში კარგი საქმეების საკეთებლად წამოვიდა. დიდი მადლობა ტვ 24 ის გუნდს , თითოეულ თანამშრომელს, ისინი არიან პროფესიონალები და მადლობა მათ ერთად გატარებული ყველა წუთისთვის! ჩვენ შევძელით შეგვექმნა ისეთი გუნდი, სადაც ყოველი სამუშაო დღე ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებდა! ბატონო შოთა, ბატონო სანდრო, აი თქვენ კი პირობას გაძლევთ, რომ თქვენი გვარები ამ ქვეყანაში არასოდეს არც ერთ საარჩევნო ბიულეტენში არ იქნება!!", - წერს ნანა ლეჟავა