„ვაიმე რა საშინელება... - კადრები კახეთიდან, სადაც სოფლები დაისეტყვა
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მიმდინარე კვირაში მეორედ დააზარალა. დასეტყვილია სოფელი ახშანი, არაშენდა, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ხორხელი და ქისტაურის ნაწილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა და ძირითადად ვენახები დააზიანა. ზუსტად რა ფართობია დასეტყვილი და რა მასშტაბის ზარალი აქვთ ადგილობრივებს, ჯერჯერობით უცნობია.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შესახებ ინფორმაცია აქვთ და დეტალებს ეცნობიან.
არსებული ინფორმაციით, სეტყვა იყო თელავის მუნიციპალიტეტშიც.
ვიდეო: "მთავარი არხი"
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



